გროზნოში მოჯაჰედები სკოლაში შეიჭრნენ და გამაგრდნენ (ვიდეო)

Image

გროზნოს ცენტრში პრესის სახლის გარდა, შეირაღებული დაპირისპირების კიდევ ერთი კერა გაჩნდა, ამჯერად მე-20 საშუალო სკოლაში, რომელიც პრესის სახლის მიმდებარედაა. ბოევიკებმა იქ შეჭრა მოახერხეს და გამაგრდნენ. სკოლა ალყაშია. 

 

მანამდე რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ბოევიკები, რომლებიც შეიჭრნენ პრესის სახლში, უკვე ლიკვიდირებული არიან. რამდენიმე საათის წინ კადიროვი ამბობდა, რომ ბოევიკები ხუთნი იყვნენ, ახლა კი აცხადებს, რომ ისინი "რვანი თუ ცხრანი" არიან. ამასთან, კადიროვს არ დაუზუსტებია, მოჯაჰედებმა სკოლაში ალყაშემორტყმული პრესის სახლიდან შეაღწიეს თუ სკოლაში ცალკე ჯგუფი შევიდა. 

 

გროზნოში კონტრტერორისტული რეჟიმია შემოღებული. ოფიციალური ვერსიით, ათამდე მოჯაჰედი ჩეჩნეთის დედაქალაქში ბოევიკები გროზნოში ურუს-მარტინის სოფელ შალაჯიდან ჩავიდა. მათ ტაქსი სოფელში გამოიძახეს, შემდეგ სამი მძღოლი გაკოჭეს და სოფელში დატოვეს, თავად კი დედაქალაქში წამოვიდნენ.

 

წყაროს ცნობით, ბოევიკები თავდაპირველად ერთერთ მეჩეთთან მდებარე საგზაო პოლიციის პოსტს დაესხნენ თავს, შემდეგ კი ახლოს მდებარე "პრესის სახლს" მიაშურეს, რომელსაც მალე პოლიციამ ალყა შემოარტყა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ხუთი პოლიციელი დაიღუპა, "რია ნოვოსტიმ" დაადასტურა. არაოფიციალური ვერსიით, პოლიციელებს შორის მსხვერპლის რაოდენობა ბევრად მეტია.

 

გროზნოში დაწყებულ შეიარაღებულ დაპირისპირებაზე სხვა ინფორმაციას ავრცელებენ ქართულენოვანი "ფეისბუქის" მომხმარებლები, რომლებსაც ჩეჩნეთთან შეხება აქვთ ან ადრე ჰქონიათ. მაგალითად, ალეკო კვახაძე წერს, რომ პრესის სახლში ასამდე მოჯაჰედი გამაგრდა, კადიროვის მილიცია კი ყუმბარმტყორცნებსა და ტყვიამფრქვევებს იყენებს:

 

"სულ მცირე 100-მა მუჯაჰიდმა შეაღწია ქალაქ ჯოჰარის (ოკუპანტები უწოდებენ გროზნოს) ცენტრში და დაიკავა ბეჭდური მედიის მრავალსართულიანი შენობა. კადიროვის მილიცია იყენებს მსხვილკალიბრიან ტყვიამფქვევებსა და ყუმბარმტყორცნებს. კადიროვის მილიციიდან არიან დაღუპულები. სპეცოპერაცია დაგეგმა ჩეჩენი მებრძოლების ლიდერმა ასლან ბატუკაევმა (იგივე ამირ ჰამზატი).

 

თავის მაშტაბით ეს სპეცოპერაცია არ ჩამოუვარდება ბასაევის და ამირ მაგასის მიერ ნაზრანის და ანზორ ასტემიროვის მიერ ნალჩიკის აღების ოპერაციებს ადრეულ 2000-იანებში. მიუხედავად იმისა, რომ რამზან კადიროვს მილიარდობით რუსული ოლიგარქიული ფული გააჩნია, ეს მას ვერ იცავს ხალხის რისხვისგან. ეს კიდევ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი სუსტდება.

 

სამწუხაროდ, ამ გადამწყვეტ მომენტში საქართველოში არის პრორუსული მთავრობა და ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს მის ჩრდილოეთით მიმდინარე მოვლენებზე. თუმცა ივანიშვილისათვისაც გაკვეთილი უნდა იყოს ის, რომ ოლიგარქიული ფული მას ყველაფრისგან ვერ დაიცავს. ბრძოლა ახლაც მიმდინარეობს. წარმატებას ვუსურვებ ბეჭდური მედიის შენობაში გამაგრებულებს!". 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !