
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, ნინო ლომჯარიას თქმით, საქართველოში სატელეფონო მოსმენებზე გაცილებით რთული ვითარებაა ინტერნეტმიყურადების მხრივ.
„მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს კი არ უსმენენ, არამედ უსმენენ მეგობრებს და მერე აშანტაჟებენ.
მათ იციან, ვინ ვის როგორ ელაპარკება და ეს რეალობაში ხდება. მე ბევრჯერ მომისმენია მსგავსი ამბავი.
ფაქტობრივად შეუზღუდავად და შეუფერხებლად კითხულობენ, ვინ რომელ საიტზე შევდივართ, რა მეილს და ვის ვუგზავნით, რითი ვინტერესდებით.
მე ვფიქრობ, რომ ტელეფონზე მეტად საქართველოში ინტერნეტთვალთვალია სახიფათო. აქ რეგულაციები თითქმის არ არსებობს და არც კონტროლის მექანიზმებია,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.