
დღეს სასტუმრო „ძველ თბილისთან“ „ქართული ოცნებით“ უკმაყოფილო მოქალაქეებმა აქცია გამართეს.
სასტუმროს სააქტო დარბაზში შეხვედრას მართავენ ნოდარ ხადური და კახა კალაძე.
შეხვედრაზე მისულ ზვიად ძიძიგურს აქციის მონაწილეებმა დაპირებები შეახსენეს და დოლარის დახურდავება შესთავაზეს.
„დოლარს ხომ არ დაგვიხურდავებთ, რატომ არ სრულდება თქვენი დაპირებები, რატომ გაძვირდა ცხოვრება, სად არის გაზრდილი პენსია,“, - აქციის მონაწილეთა ამ მოთხოვნაზე დეპუტატს კომენტარი არ გაუკეთებია.