
გამოცემა "ფორ.ჯი" აქვეყნებს სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ 1992-93 წლების ბატალიონის მეთაურებს მობილურ ტელეფონზე SMS შეტყობინება მიუვიდათ, რომ ისინი პროკურატურაში უნდა გამოცხადდნენ. კონკრეტულად რა საკითხთან დაკავშირებით იბარებენ მათ, ჯერჯერობით უცნობია.
გამოცემა ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს არის საბრძოლო მოკვლევა, ანუ პროკურატურა ინტერესდება ვეტერანთა მოწმობების ნამდვილობით.
"საქართველოში დაახლოებით 70 ათასი ვეტერანია. აქიდან 32 ათასი აფხაზეთის ომის ვეტერანია, დაახლოებით 5 ათასი რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი. ძალიან ბევრს შეუჩერეს სტატუსი იმ მოტივით, რომ მათ ყალბი მოწმობები აღმოაჩნდათ, თუმცა ასეთი ბევრი არაა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საგამოძიები უწყება ვეტერანის სტატუსის მინიჭების კანონიერებას სწვალობს", - წერს "ფორ.ჯი" და ამატებს, რომ ოფიციალურად ამ ინფორმაციას პროკურატურაში არ ადასტურებენ.