
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა კობა სუბელიანმა "youtube"-ზე ატვირთა ვიდეო, რომელიც პარლამენტის სხდომაზე არის გადაღებული.
ვიდეო-რგოლში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი მოხსენებით გამომსვლელ დეპუტატებს გედევან ფოფხაძეს და ნინო გოგუაძეს ასახელებს.
„გთხოვთ, ქალბატონო გედევან“, - მიმართა მან ფოფხაძეს.