
სასჯელაღსრულების მე-15 დაწესებულებაში 31 წლის პატიმარი გარდაიცვალა. 1983 დაბადებული მსჯავრდებული ა.ჭ-მ სავარაუდოდ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. დეტალები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.