
რკინიგზის ახალი პროფკავშირი გაფიცვის დაწყებას აანონსებს. მათ ოფიციალური წერილითაც მიმართეს "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელობას, რომ გაფიცვა 10:00 საათიდან დაიწყება.
რკინიგზელები ახალ სახელფასო განაკვეთსა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას ითხოვენ. "რკინიგზის ახალი პროფკავშირი", მათი ლიდერების განცხადებით, 2013 წელს დაფუძნდა და 4.000-ზე მეტ წევრს ითვლის.