
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით 2 კვირის წინ მოხდა.
ინტერნეტ-გამოცემას მომხდარი ორმა დამოუკიდებელმა წყარომ დაუდასტურა: ტურისტები მესტიიდან უშგულში მიდიოდნენ. ისინი მოატყუეს, მულახის ხეობაში ერთ-ერთ დაკეტილ სახლში მიიყვანეს და გააუპატიურეს.
დაზარალებული ტურისტებიდან ერთ-ერთი საქართველოში მოქმედი უცხოური მისიის თანამშრომელია.
შემთხვევის მონაწილე პირების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს „გურია ნიუსი“ შეგნებულად არ ასახელებს.
სვანეთში, ორი უცხოელი ტურისტის გაუპატიურებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს, ფაქტს არც შესაბამისს საელჩოში ადასტურებენ.
გამოცემა რამდენჯერმე დაუკავშირდა უცხოურ მისიასაც. მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი ინფორმაცია მათთვის ცნობილი არ არის.
„ტურისტებს ზოგჯერ პრობლემები ექმნებათ, მაგრამ შეგვიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში ჩვენთვის არავის მოუმართავს“, - განაცხადეს მისიაში.
„როგორც მე ვიცი, დაზარალებული დედა-შვილია. ყველამ ყველაფერი იცის სვანეთში და რატომ მალავენ, ვერ ვხვდები. ალბათ, ფაქტის გახმაურებას ტურისტების ნაკადის შემცირება მოჰყვება და ამიტომ ერიდებიან ამის გამჟღავნებას.
დაკავებული ჯერჯერობით არავინ არ არის, მის მერე პოლიცია დამნაშავეებს ეძებს, მაგრამ გაქცეულების კვალს ვერ მიაგნეს“, - ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ერთ-ერთი რესპონდენტი.