-
2014-11-25 00:49
ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე, კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდნილი კარადა გამვლელ მამაკაცს დაეცა.
თვითმხილველების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან კარადა გადმოვარდა, რომელშიც სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ჭურჭელი და ზამთრისთვის გამზადებული კონსერვები ინახებოდა. ნივთები გამვლელ მამაკაცს დაეცა, რომელმაც თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო,–ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29