
საქართველოში ზოგი დასახელების სიგარეტი გაძვირდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" იტყობინება. ფასის ზრდა შეეხო "მალბოროს", L&M-ს, "ესეს", "ბონდს" და "ომეგას" ქსელის სხვა სიგარეტებს.
კერძოდ, სვაჭრო ობიექტებზე განმარტავენ, რომ "მალბოროს" ფასმა 30 თეთრით მოიმატა, L&M 40 თეთრით გაძვირდა, მთლიანობაში კი ფასმა 20-დან 40-თეთრამდე მოიმატა. სხვა დასახელების სიგარეტებზე ფასი არ გაძვირებულა.
აღსანიშნავია, რომ სიგარეტის ფასმა იქამდე მოიმატა, სანამ თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაძვირდებოდა. 2015 წლის 1-ელი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე, ასევე ალაოს ლუდზე, ეთილის სპირტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთი იზრდება. მომავალი წლის პირველი ივნისიდან კი ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე გადასახადის ე.წ. შერეული სისტემა შემოდის.