
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო «Россия сегодня»-ს 45 წლის ჟურნალისტმა ანტონ კოსტილევმა, წინასწარი ინფორამაციით, თავი მოიკლა. ის საკუთარ სახლში, სააბაზანო ოთახში, ქამრით ჩამომხრჩვალი იპოვეს.
კოსტილევის ცხედარი ახლობლებმა აღმოაჩინეს და პოლიციას შეატყობინეს. მათი თქმით, ბოლო პერიოდში ანტონ კოსტილევი დათრგუნულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ვერ ასახელებენ, ჰქონდა თუ არა კონფლიქტი სამსახურში ვინმესთან.
სააგენტო «Россия сегодня»-ს დირექტორი დიმიტრი კისელევია. სწორედ ამ სააგენტოს ეკუთვნოდა რადიო "სპუტნიკი", რომელმაც საქართველოში მაუწყებლობა დაიწყო, საზოგადოების მძაფრი რეაქციის შემდეგ კი შეაჩერა.