
შემთხვევა ქუთაისში მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონა ტვინის შერყევით საავადმყოფოში მოათავსეს.
„სამმა კაცმა გამიგდო წიხლქვეშ. მეუღლემ და კიდევ ორმა პირმა ეჭვიანობის გამო მცემეს.
ერთ საღამოს სუფრა იყო გაშლილი. ხალხის თვალწინ მცემეს. ჯერ მეუღლის ბიძამ გამარტყა ხელი.
გავიქეცი და სახლში, ჩემებთან დავრეკე, მიშველეთ-მეთქი. ჩემთან დაქალი და მისი ქმარი იყვნენ, რომლებიც გაიქცნენ და მიმატოვეს.
ქმარმა და მისმა ნათესავებმა დამიჭირეს, ოთახში ჩამკეტეს და ტელეფონი წამართვეს. მეუღლის ბიძამ ტელეფონი რომ დამიბრუნა, მითხრა, ვინც არ უნდა დაგირეკოს, უთხარი, რომ კარგად ხარ და დახმარება არ გჭირდებაო.
რომ დამირეკეს ჩემი ოჯახის წევრებმა და მკითხეს რა გჭირსო, ვუთხარი, რომ დახმარება მინდოდა. ამის შემდეგ გამიგდეს წიხლქვეშ.
საავადმყოფოში ტვინის შერყევის დიაგნოზით, უმძიმეს მდგომარეობაში მიმიყვანეს.
ხალხი მოდიოდა ჩემს სანახავად, ხუთი დღის გათხოვილი გოგო ცემით მოკლესო“, – ამბობს დაზარალებული.
„ნიუპოსტი“ აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ფაქტზე შეტყობინება უწყებაში არ შესულა.