
ვანის რაიონის სოფელ ძულუხში მცხოვრები გოჩა როხვაძე აცხადებს, რომ ოჯახის ნათლულმა მისი მოხუცი დედის გაუპატიურება ორჯერ სცადა.
მისი თქმით, 75 წლის ქალბატონს სხეულზე დაზიანებები ახლაც ეტყობა, თუმცა პოლიციამ საქმე არ აღძრა, მოხუცი ქალბატონის უფლებების დაცვაზე უარი განაცხადეს ადვოკატებმაც.
„როგორც პოლიციაში მითხრეს, მტკიცებულებების არარსებობის გამო საქმე არ აღიძრა. არადა, იმ მანიაკმა დედაჩემს სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რომელიც ახლაც ემჩნევა. შემდეგ ადვოკატებმაც უარი გვითხრეს დაცვის განხორციელებაზე მტკიცებულებების არარსებობის გამო.
ამის შემდეგ მე სიტყვიერი შეუარაცხყოფა მივაყენე იმ მანიაკს და პოლიციაში მიჩივლა. ახლა ჩემი დაჭერა უნდათ, თუმცა დასაჭერი თვითონაა. როგორც ვიცი, მან მეორედ სცადა დედაჩემის გაუპატიურება. არ ვაპატიებ ამას. ან სოფლიდან წავიდეს, ან მოვკლავ", - აცხადებს გოჩა როხვაძე.
როხვაძის მტკიცებით, მოძალადე მამაკაცი ოჯახში შეიპარა, დედამისს ტანსაცმელი შემოახია და 75 წლის ქალს სხეულზე დაზიანებებიც მიაყენა.
pirveliradio.ge