
სკოლის მოსწავლეებს შენობა 40 წუთში დააცლევინეს.
სკოლის დირექტორი ირმა ომანაძე „რუსთავი 2-თან“ საუბრისას აცხადებს, რომ მათ იგრძნეს მკვეთრი ნამწვის სუნი, რამაც პანიკა გამოიწვია და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შენობა მაშინვე დაატოვებინეს.
მისივე თქმით, სკოლაში გაზი შეყვანილი არ არის. თუმცა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კომპანია „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები გამოიძახეს.
ამ დროისთვის სასწავლო პროცესი აღდგენილია. ბავშვების ნაწილი მშობლებმა წაიყვანეს, დანარჩენი მოსწავლეები კი სკოლაში რჩებიან.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.