რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან, კინოს სახლთან ,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი პარკინგის ადგილები თავისუფალია, სამაგიეროდ, დაკავებულია სხვა მანქანების გასაჩერებელი ადგილები და იქ შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლები დგას.
აქცია, რომელიც ფონდ "სიცოცხლის ხის" ინიციატივით ტარდება, 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს ეხება.