პირველი ინტერვიუ ჩარლზ ბუკოვსკისთან: "ვიბრძოლოთ, როგორც კაცებმა და არა როგორც ვირთხებმა"

Image

პირველი ინტერვიუ ჩარლზ ბუკოვსკისთან: ინტერვიუს გამოქვეყნებისას ბუკოვსკი ცნობილი იყო მკითხველთა მხოლოდ ვიწრო წრისათვის. ინტერვიუ წარმართა არნოლდ ელ კაიემ, ჩიკაგოს „ლიტერარი ტაიმსში“ მომუშავე ლოს-ანჯელესელმა კორესპონდენტმა, 1963 წლის მარტში.

 

„ისაა ერთოთახიან ბინაში გამომწყვდეული მარტოსული, რომელიც ჰოლივუდის ცენტრში ცხოვრობს, მაგრამ არც ცხელი წყალი გააჩნია და არც ნორმალური საწოლი, სახეზე კი ისეთი იერი აქვს, თითქოს პენსიაზე გასული ნარკომანი იყოს. როცა კარი გამიღო, მისმა თვალებმა მითხრეს რომ ჩემ წინაშე დაღლილი კაცი იდგა. ჩვენ დავსხედით და ვილაპარაკეთ, დავლიეთ ლუდი და სკოჩი, და ბოლოს ჩარლმა ინტერვიუ მომცა.“

 

კაიე: როდის დაიწყე წერა?

 

ბუკოვსკი: როცა 35 წლის ვიყავი. თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალოდ პოეტები 16 წლის ასაკში იწყებენ წერას, მე 23 წლის ვარ.

 

კაიე: არაერთმა კრიტიკოსმა შენიშნა, რომ შენი ნაწარმოებების უმრავლესობა ავტობიოგრაფიულია. რა კომენტარს გააკეთებდი ამის შესახებ?

 

ბუკოვსკი: ჰო, თითქმის ყველა ნაწარმოები ეგეთია. 99 - ასიდან, საერთოდ ასი თუ დამიწერია. დარჩენილი ერთი მთლიანად გამოგონილია.

 

კაიე: მინდა ყურადღება გავამახვილო შენი ერთ-ერთი პოემის - „გაქცევა ნანადირევთან ერთად“ - გმირზე; გოგოზე, რომელსაც შემდეგნაირად ახასიათებ: „მეორადი იმპულსი წუწუნისთვის“. არის თუ არა ის რეალური ცხოვრებიდან ლიტერატურაში გადაყვანილი გმირი?

 

ბუკოვსკი: არა, ეს ერთი კონკრეტული გოგო კი არა, გოგოების საერთო სახეა, კომპოზიცია - ლამაზი, გრძელფეხება, არცბოლომდე მეძავი, ნახევრად შესმული ღამის ქმნილება. ის მართლაც არსებობს, ოღონდ არა ერთი კონკრეტული სახელით.

 

კაიე: რატომ არ მოგწონს ადამიანები?

 

ბუკოვსკი: ვის მოსწონს ადამიანები? მანახე ვინმე ეგეთი და მე განახებ, რატომ არ მომწონს ადამიანები. მაგრამ მანამდე კიდე ერთი ბოთლი ლუდი უნდა დავლიო (პაწია სამზარეულოში გადის და ჩემი შემდეგი კითხვის დაყვირება მიხდება რომ რამე გავაგებინო).

 

კაიე: დღესდღეობით ვინაა საუკეთესო პოეტი?

 

ბუკოვსკი: დღესდღეობით ჩვენ გვყავს ეზრა პაუნდი და ელიოტი, მაგრამ ორივე მათგანმა შეწყვიტა წერა. მიმდინარე პოეტებიდან კი დავასახელებდი... ჰო, ლარი ეიგნერს.

 

კაიე: რა აზრის ხარ ჰომოსექსუალ პოეტებზე?

 

ბუკოვსკი: ჰომოსექსუალები დელიკატურები არიან, დელიკატური პოეზია კი ცუდია, მაგრამ გინსბერგმა მოახერხა და ჰომოსექსუალური პოეზია ძლიერ პოეზიად აქცია, თითქმის მამაკაცურ პოეზიად.

 

კაიე: უფრო სერიოზულ საკითხებზე რომ გადავიდეთ, როგორ ფიქრობ, რა გავლენა მოახდინა მიკი მაუსმა ამერიკელების წარმოსახვის უნარზე?

 

ბუკოვსკი: დიდი, უდავოდ დიდი გავლენა მოახდინა. ვიტყოდი რომ მიკი მაუსს უფრო დიდი გავლენა აქვს ამერიკულ საზოგადოებაზე, ვიდრე შექსპირს, მილტონს, დანტეს, შოსტაკოვიჩს, ლენინს ან ვან გოგს.

 

კაიე: რამდენჯერ დაუპატიმრებიხართ?

 

ბუკოვსკი: რავიცი, ძაან ბევრჯერაც არა. ალბათ 14-15-ჯერ.

 

კაიე: როგორ გესახება მომავალი ახლა, როცა ყველას სურს ბუკოვსკის ნაწარმოებების გამოქვეყნება?

 

ბუკოვსკი: აქამდე ხეივნებში მთვრალი ვწვებოდი ხოლმე, ალბათ მომავალშიც ასე მოვქცევი. ბუკოვსკი, ვინაა ის? მე წავიკითხე მის შესახებ და არაფერი აქვს საერთო ჩემთან.

 

კაიე: რა გავლენა აქვს ალკოჰოლს შენს შემოქმედებაზე?

 

ბუკოვსკი: არ მგონია ოდესმე პოემა ისე დამეწეროს, რომ აბსოლუტურად ფხიზელი ვყოფილიყავი. მაგრამ სიმთვრალეში რამდენიმე კარგი მათგანი ნამდვილად დამიწერია.

 

კაიე: შენი აზრით, კაცობრიობის ბოლო მტკივნეული აღსასრულია?

 

ბუკოვსკი: კი, ასე მგონია. მარტივი არითმეტიკაა. გეძლევა პოტენციალი და შემდეგ ადამიანური გონებაც, ადრე თუ გვიან, ამგვარი კომბინაცია შექმნის წყეულ შტერს ან გადარეულს, რომელიც მოიპოვებს ძალაუფლებას და ყველას ჯოჯოხეთში გაგვაგზავნის. ეს დროის ამბავია.

 

კაიე: და რა მიგაჩნია პოეტის დანიშნულებად ამ მსოფლიო ქაოსში?

 

ბუკოვსკი: არ მომწონს ამ კითხვის ფორმულირება. პოეტის როლი თითქმის არაფერია... როცა ის ტოვებს საკუთარ ტერიტორიას და ცდილობს იყოს ძლიერი, როგორც ეს ჩვენმა ძვირფასმა ეზრამ სცადა, მას უკანალს უჭრელებენ. პოეტი ნახევარდამიანია, არარეალური პიროვნება, ქალაჩუნა, ამიტომ მას არ გააჩნია უნარი, გაუძღვეს ნამდვილ კაცებს სისხლთან და სიმამაცესთან დაკავშირებულ საკითხებში. მე ვიცი, რომ არ მეთანხმები, მაგრამ ის უნდა ვთქვა, რასაც ვფიქრობ. თუ შეკითხვას სვამ, პასუხიც უნდა მიიღო.

 

კაიე: შენ იღებ ხოლმე პასუხებს?

 

ბუკოვსკი: არ ვიცი...

 

კაიე: უნივერსალური გაგებით ვგულისხმობ, შენთვის აუცილებელია პასუხების მიღება?

 

ბუკოვსკი: არა, რა თქმა უნდა. უნივერსალური გაგებით, ჩვენთვის მხოლოდ ერთი რამაა აუცილებელი. საფლავის ქვა, თუ გაგვიმართლა, თუ არა, მწვანე მინდორი.

 

კაიე: ანუ გემიც უნდა მივატოვოთ და იმედიც დავკარგოთ?

 

ბუკოვსკი: რატო იყენებ კლიშეებად ქცეულ ტერმინებს? არა, არ უნდა დავტოვოთ გემი. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ კაცობრიობის თუნდაც კარკასი ვიხსნათ ჩაძირვისგან. შუქი მანამ ანათებს, სანამ ის საბოლოოდ არ გაქრება. ამიტომ ვიბრძოლოთ როგორც კაცებმა და არა როგორც ვირთხებმა.

 

მოამზადა ბექა ბერულავამ

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !