
საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე ლონდონიდან თბილისში დღეს ჩამოასვენეს.
კახა ბენდუქიძე აეროპორტიდან სახლში, მოსაშვილის ქუჩაზე, #5-ში გადაასვენენ, სადაც ხვალ სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს კახა ბენდუქიძეს შაბათს, 22 ნოემბერს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ. გამოსვენება კი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსიდან მოხდება.
ფოტო:ipn