
კახა ბენდუქიძეს ლონდონიდან თბილისში დღეს, 16:00 საათზე პირდაპირი რეისით ჩამოასვენებენ.
კახა ბენდუქიძეს შაბათს დაკრძალავენ. გამოსვენება 15.00 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსიდან მოხდება, სამოქალაქო პანაშვიდი პარასკევს, მოსაშვილის ქ.#5-ში გაიმართება.
ცნობილი არ არის სად დაკრძალავენ გარდაცვლილს. ის შესაძლოა კუკიაზე, დედის გვერდით დაკრძალონ ან თავისუფალი უნივერსიტეტის ეზოში.