
გურჯაანში მომხდარი ფაქტის გახმაურებამ საზოგადოებაში შოკი და შეძრწუნება კიდევ ერთხელ გამოიწვია.
გოგონას ექსპერტიზა ჩაუტარდება და გაირკვევა მიეცემიან თუ არა პასუხისგებაში მოწმის სახით დაკითხული ბიჭები.
დაზარალებულმა სამართალდამცავებს ძალადობის ადგილიც უჩვენა.
ძალადობაში მხილებული ხუთი ბიჭიდან 14 წლის მხოლოდ ერთია, დანარჩენი ოთხი ჯერ 13 წლისაა.
გოგონას მშობლები გაცილებული არიან, დედა თურქეთშია სამუშაოდ, გოგონები კი ბებიასა და ბიძასთან იზრდებიან.
„ზაფხულობით სოფლის ცენტრში იკრიბებიან ახალგაზრდები და ჭიდაობაში შეჯიბრება იმართება. მაშინ მომხდარა ეს ფაქტიც.
ბიჭს უთქვამს გოგოსთვის, მოდი, დაგელაპარაკები და ცოტა გავისეირნოთო. მერე კი ეს საშინელება მოხდა...
ამის შემდეგ თურმე აშანტაჟებდა და ემუქრებოდა. ეჭვი ორ ბიჭზე აქვთ. ერთი შეყვარებულად ასაღებდა თავს, მეორეც იმავე სკოლის მოსწავლეა.
გოგონები გაკვეთილის მერე სახლებში რომ მიდიოდნენ, ეს ბიჭები მათ გზაზე ხვდებოდნენ. იმ ადგილს რომ მიუახლოვდებოდნენ, სადაც გზის ასახვევია, თურმე ბიჭები თმაში სწვდებოდნენ ამ გოგოს და მიათრევდნენ.
შეშინებული გოგონა თურმე თანაკლასელ გოგონებს ეუბნებოდა, თქვენ წადით, მე დაგეწევითო და ბიჭებს მიჰყვებოდა.
ერთმა გოგონამ ეს ამბავი დედამისს უამბო და სწორედ მან აცნობა სკოლის დირექტორს.
საწყალ გოგოს ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებია, რა მოხდა. ამ ბიჭებიდან ერთი მართლაც გარეწარია,“ - აცხადებენ თანასოფლელები.
ფაქტის გამოძიება გრძელდება. გოგონას მდგომარეობით გაეროს ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ.
„კვირის პალიტრა“