
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ცხედარს თბილისში შუადღისთვის, ლონდონიდან პირდაპირი რეისით ელოდებიან.
გარდაცვლილს მშობლების სახლში დაასვენებენ.
შაბათს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება თავისუფალ უნივერსიტეტში. კახა ბენდუქიძეს კუკიაზე დაკრძალავენ.
რაც შეეხება ლონდონში ჩატარებულ ექსპაერტიზას, სამედიცინო დასკვნა რამდენიმე კვირაში განხდება ცნობილი.
„ხვალ, პარასკევს მოსაშვილის ქუჩაზე, მისი მშობლების ბინაში იქნება პანაშვიდი. შაბათს უნივერსიტეტში იქნება პანაშვიდი.
ბატონი კახა დაიკრძალება კუკიის სასაფლაოზე, მისი სურვილის შესაბამისად," - განაცხადა პოლიტიკის ანალიზის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ვახტანგ ლეჟავამ.