
ლატვიელმა სამართალდამცველებმა რიგის აეროპორტში დააკავეს ლატვიის გაერთიანებული რუსული სათვისტომოს ხელმძღვანელი ალექსანდრე გაპონენკო.
გავრცელებული ინფორმაციით, გაპონენკო მას შემდეგ დააკავეს, რაც ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა და ლატვიის საზღვარი გადმოკვეთილად დაფიქსირდა. სამართალდამცველებს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
გაპონენკო ლატვიაში რუსეთის სათვისტომოთა გაერთიანების ტანათავმჯდომარეა, ხოლო 2013 წლის ზაფხულში ის ასვე აირჩიეს ე.წ. „არამოქალაქეთა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ, რომელიც 15 ათასმა „არამოქალაქემ“ აირჩია.
შეგახსენებთ, რომ ლატვიაში 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 40%-ზე მეტი რუსულენოვანია, თუმცა რუსული სახელმწიფო ენად არაა გამოცხადებული, ხოლო 319 ათას პირს, ვინც ლატვიაში ცხოვრობს, მინიჭებული აქვს „არამოქალაქის“ სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ისინი არ მონაწილეობენ ქვეყანაში ჩატარებულ რეფერენდუმებსა და არჩევნებში.