
უახლოეს ორ დღეში კახა ბენდუქიძის საქართველოში გადმოსვენება ვერ მოხერხდება - მიზეზი ცხედრის სამედიცინო დასკვნაა. ექსპერტიზა გუშინ დაიწყო, თუმცა პროცესი დასრულებული ამ დრომდე არის, რის გამოც გარდაცვლილს, სავარაუდოდ, 20 ნოემბრამდე ვერ ჩამოასვენებენ.
ასევე, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, თუ სად დაკრძალავენ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს. არსებული ინფორმაციით, „თავისუფალი უნივერსიტეტის“ წარმომადგენლებს კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტის ეზოში დაკრძალვის სურვილი აქვთ. გადაწყვეტილია მხოლოდ ის, რომ ბენდუქიძეს სწორედ უნივერსიტეტიდან გამოასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა.