
საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა.
ვიდეორგოლში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაზე მომზადდა, ნათქვამია, რომ მისმა საქველმოქმედო ფონდმა "ქართუმ" საქართველოში 23 სარაგბო ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, ხოლო თავად ივანიშვილმა 2008 წლიდან დღემდე რაგბისთვის დაახლოებით 100 მილიონი ლარი გაიღო.