-
2014-11-17 18:25
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, შესაძლოა, საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს - ინფორმაცია ბერძნულ სპორტულ მედიაში გავრცელდა.
ამ თანამდებობაზე ქეცბაიასთან ერთად კვიპროსული "აპოელ"-ის მთავარი მწვრთნელი გიორგიოს დონისი, არაბთა გაერთიანებული საემიროების "ალ ნასრის" მთავარი მწვრთნელი ივან იოვანოვიჩი და ბერძნული "პაოკის" მთავარი მწვრთნელი ანხელოს ანასტასიადისი და ირლანდიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯოვანი ტრაპატონი განიხილებიან.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქეცბაიას გარდა, ყველა კანდიდატის დანიშვნა ძნელი სავარაუდოა, რადგან მათ კლუბებთან მოქმედი კონტრაქტები აკავშირებთ.
"ინტერპრესნიუსი"