-
2014-11-17 12:24
ეს ტრაგიკული შემთხვევა მესტიის რაიონში 1995 წელს განვითარდა.
ერთი ლამაზი სიყვარულის ისტორია სამი ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილით დასრულდა, თუმცა მომხდარის გამო არავინ დასჯილა.
„საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირის“ ლიდერი თამარ დადიანი იხსენებს:
„გვარის დასახელებას მოვერიდები. ერთ ოჯახს ოთხი ვაჟი და ერთი ულამაზესი გოგონა ჰყავდა, რომელზეც იმავე სოფლელი ვაჟი იყო შეყვარებული. გოგონას სხვა უყვარდა და როგორც შემდეგ გაირკვა, შეყვარებულთან, რომელსაც საქმროდ მიიჩნევდა, ფიზიკური სიახლოვეც ჰქონდა.
ამის შესახებ გაიგო უარყოფილმა ვაჟმა და ოჯახის უფროსს გააგებინა. მამის აღშფოთებას ისიც დაემატა, რომ გოგონას დასჯა სოფელმაც მოითხოვა. მამამ გადაწყვეტილება მიიღო და „წესის ასრულება“ უფროს ვაჟს ანუ გოგონას ძმას დაავალა.
ეს გოგო საჯაროდ იქნა მოკლული ძმის მიერ, ხმლით აქნეს. ტრაგედიის შემდეგ გოგონას შეყვარებულმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე გოგონას საქმრომაც. დედა, რომელმაც შვილის დაცვა ვერ შეძლო, ერთ-ერთ მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სიცოცხლე იქ დაასრულა“.
როგორც თამარ დადიანი ამბობს, დედა იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ მასთან შეხვედრა და გასაუბრება ვერ მოახერხა.
რაც შეეხება, მკვლელობაზე სამართალდამცავების რეაგირებას, დადიანის თქმით, ვინაიდან მომხდარი ტრაგედია ოჯახის “შიდა საქმედ“ ითვლებოდა, არავინ დასჯილა.
Mediacity.ge