-
2014-11-16 12:29
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც მისი მეუღლე ამერიკაში წავიდა და მანქანების ბიზნესს მიჰყო ხელი.
„მანქანა მეც გამომიგზავნა, მაგრამ ვიღაც უცხო ტიპები მოვიდნენ, ჩამომსვეს და წაიყვანეს.
მანამდე დამირეკა და გამაფრთხილა, წაიყვანენო. ძველი ''ემელი'' იყო, მაგრამ იმხელა კომფორტი იყო ეს ჩემთვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა დისკომფორტს მიქმნიდა, უნივერსიტეტში მანქანით რომ მივდიოდი, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა.
ამის მერე „იქს 5“ გამომიგზავნა და რამდენიმე დღეში ისიც ჩამომართვეს, გვჭირდებაო. მერე ჩემს ცხოვრებაში სასწაული მოხდა. მე ხომ ზოგადად სასწაულებით ვცხოვრობ.
ასეთივე სასწაულით ვიყიდე ჩემი პირველი მანქანა, „პაჯერო“. მაშინ უკვე ადვოკატი ვიყავი. პროცესი მოვიგე. ჩემს კლიენტს თანხა უნდა მოეცა, მაგრამ ვერ გადამიხადა. ფული არ ჰქონდა.
მანქანის ბაზრობის მფლობელი იყო, მითხრა, მოდი და ამ თანხა-ში რომელიმე მანქანა ამოარჩიეო. ახალთახალი მანქანა წამოვიყვანე, ვერცხლისფერი, ორკარიანი „პაჯერო“, - იხსენებს მარიამ კუბლაშვილი.
„რეიტინგი“