-
2014-11-14 01:30
კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ მისი მეგობრები, კოლეგები და უბრალოდ, ნაცნობები მასთან დაკავშირებულ ისტორიას იხსნებენ. მათ შორისაა ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც "ფეისბუქში" წერს, რომ კახა ბენდუქიძეს ცოტა ხნის წინ ლონდონში შეხვდა.
"რამდენიმე კვირის წინ ვნახე ლონდონში. ბ-ნო კახა როგორ ბრძანდებითთქო ვკითხე. რა ვიცი აი, ჩვენი ერთ-ერთი კონტრაქტორის ბეტონმზიდის მძღოლი დაუბარებიათ პროკურატურაში და უკითხავთ, რამდენი ტონა ბეტონი მიიტანე აგრარულშიო. ამას უთქვამს შვიდიო.
შვიდი როგორ, მანქანა ხომ ათტონიანიაო. კი, მაგრამ შვიდი შემიკვეთეს მხოლოდო. მოდი გვითხარი რომ ათი მიიტანე და სამი არ გააფორმესო...
ჰოდა ახლა ვფიქრობ, სამი ტონა ბეტონის მოტეხვა რომ მდომოდა საკუთარი თავისთვის, წესით ხომ პირიქით ათი უნდა გამეტარებინაო...
და გამიცინა, აი ასე ვარო...".