
"აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, მოულოდნელად გარდაიცვალა საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, საქველმოქმედო ორგანიზაცია "ცოდნის ფონდის", ასევე "თავისუფალი უნივერსიტეტისა" და აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ კახა ბენდუქიძე ლონდონში, სასტუმროს ნომერში გარდაიცვალა, სადაც შვეიცარიიდან ჩაფრინდა.
შვეიცარიაში კახა ბენდუქიძე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად იმყოფებოდა, რის შემდეგაც ექიმმა ფრენის ნება დართო, თუმცა, ლონდონში ჩაფრენის შემდეგ, სასტუმროში შეუძლოდ გახდა ცოტა ხანში გარდაიცვალა.
"აფხაზეთის ხმა" სამძიმარს უცხადებს კახა ბენდუქიძის ოჯახსა და ახლობლებს.