
უკრაინის უშიშროების სამსახურმა მოიპოვა და გამოაქვეყნა რუსული მოძრაობის „რუსული ნაციონალური ერთობა“ ლიდერისა და დონეცკელი ტერორისტის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი.
ორგანიზაციის ლიდერი ალექსანდრე ბარკაშოვი და დონეცკელ სეპარატისტთა წარმომადგენელი დიმიტრი ბოიცოვი განიხილავენ სეპარატისტთა რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობებს და იმას, თუ რა მონაცემები უნდა გამოაქვეყნონ მისი დასრულების შემდეგ.