ადამიანური ისტორია თბილისში: ბებოს დაკარგული 20 ლარი ექვსმა ადამიანმა „იპოვა“

Image

„ფეისბუქის“ მომხმარებელი თარხან გასვიანი თბილისში მომხდარ ერთ შემთხვევაზე წერს და ამბის აღწერას ამტავრებს სიტყვებით: „ადამიანებო, მიყვარხართ, რომ ასეთები ხართ“.

 

თარხან გასვიანი წერს:

 

„ერთხელ დილით, სახლში სახლში ვბრუნდებოდი. სადარბაზოში განცხადება დამხვდა: "ძვირფასო მეზობლებო! დღეს დაახლოებით 9.20 სადარბაზოს შესასვლელთან დავკარგე 20 ლარი. თუ კი ვინმემ იპოვეთ, გთხოვთ შემოიტანოთ 76 ბინაში, ლეილა მოიკითხეთ. პენსია სულ 180 ლარი მაქვს.".

 

ამოვიღე 20 ლარი და ბინისკენ გავეშურე, დავაკაკუნე. კარს ხანში შესული ბებია ქალი აღებს. როცა მე დამინახა, ფულს რომ ვაწოდებდი, სასწრაფოდ ჩამეხუტა და სიხარულისგან ცრემლები წამოუვიდა.

 

შემიპატიჟა და მიყვება: "ფქვილის საყიდლად ვიყავი, როცა ვბრუნდებოდი, სადარბაზოში შემოსვლისას გასაღები ამოვიღე - ფული, კი ალბათ ამომივარდა", - მაგრამ გადაჭრით მითხრა უარი ფულის გამორთმევაზე!!

 

აღმოჩნდა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში მე უკვე მეექვსე ვიყავი (!!!), ვინც "იპოვა" ბებიას დაკარგული ფული! ადამიანებო, მიყვარხართ, რომ ასეთები ხართ...“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !