
პირველად საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში, თიბისი ბანკმა მომხმარებლებს ინოვაციური პროდუქტი - ფეი სტიკერი შესთავაზა.
ფეი სტიკერი არის უკონტაქტო ბარათის დამატება, რომელიც შეგიძლიათ მიაკრათ თქვენთვის სასურველ ნივთს, მაგალითად მობილურ ტელეფონს, საათს, ბრელოკს. ამის შემდეგ საკმარისია, ეს ნივთი მიიტანოთ ტერმინალთან, რომ გადახდა განხორციელებული იქნება.
ფეი სტიკერი არის გადახდის ყველაზე თანამედროვე და უსწრაფესი ფორმა. მომხმარებელმა ფეი სტიკერის ანგარიში უნდა მიაბას მისსავე ვიზა სადებეტო ბარათის ანგარიშზე. ფეი სტიკერის გამოყენება თიბისი ბანკის მომხმარებლებს უკვე დღეიდან შუძლიათ.