
გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიით მომარაგება შეეზღუდებათ გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.