
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წევრი, მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ 2014 წლის ბიუჯეტი არ შესრულებულა.
„31 თუ 30 დეკემბერს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ნოდარ ხადურმა, უპატაკა მინისტრთა კაბინეტს, რომ ბიუჯეტი შესრულდა სრულად.
რიცხვს პლუს რიცხვი, მინუს რიცხვი და გამოვიდა რაღაც.
ეს რომ რეალურად ასე არ ყოფილა, ყველამ კარგად იცის,“ - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.