-
2014-11-13 18:54
"ქართულმა ოცნებამ" მარტვილის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მარტვილის ორგანიზაციის "ფეისბუქის" გვერდზეა აღნიშნული.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობა 3 დეპუტატმა დატოვა. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თვისუფალი დემოკრატების“ წევრმა დეპუტატებმა, კოალიციის გარეთ ყოფნა ისურვეს და საკრებულოს უმრავლესობის დატოვების შესახებ წერილით მიმართეს.
მათივე გადაწყვეტილებით, ფრაქციის სახელწოდებას „ქართული ოცნება“ მოშორდება და მხოლოდ „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით განაგრძობენ საქმიანობას.