-
2014-11-07 17:37
მისი განცხადებით, შეხვედრა ორმხრივი შეთანხმებით შედგა და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრეს.
„ძალიან გულწრფელი საუბარი იყო. ერთი თანხმობა შედგა, რომ ჩვენ ყველა პოლიტიკური პროცესი უნდა წავიყვანოთ ისე, რომ არ დაზიანდეს სახელმწიფო.
ეს იყო ძირითადად ჩვენი საუბრის შინაარსი. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს, ბუნებრივია, ჩვენს შორის დარჩება”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრებს შეხვდა.
მისი ინფორმაციით, მან გუნდს ივანიშვილთან საუბრის ზოგადი შინაარსი გააცნო და ახლა კონსულტაციას პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს.