-
2014-11-06 11:18
ასე შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლა.
„ბიზნესიც შეშფოებულია და აინტერესებს, რაიმე ხომ არ ხდება. რა თქმა უნდა, არაფერი ხდება და არც არაფერი მოხდება.
ჩვენ ათი და ასი ალასანიას მსგავსი ავანტურებისიც კი არ გვეშინია და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ აბსურდულ წინააღმდეგობებს მარტივად გადავლახავთ, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა სააკაშვილის სტილში, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს.
სამწუხაროა, რომ მის მხარეს აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც, მე ვთვლი, რომ არიან ჩვენი მეგობრები, ჩვენი თანამებრძოლები, მე მათ გულწრფელობაში ვარ დარწმუნებული.
მეორე მხრივ, ცუდიც არ არის, ის, რომ მალე მოხდა ასეთი მოღალატე ადამიანების ჩამოშორება ჩვენი გუნდიდან, ეს უკეთესია ჩვენი ქვეყნისთვის.
მოგვიწევს კიდევ ერთი ორი კვირა ინტენსიურად მუშაობა, რომ ყველა აბსურდული კითხვა მოვხსნათ, მაგრამ ჩვენ ამას შევძლებთ.
მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, რომ დამშვიდდნენ, რეალურად არაფერი ხდება - ერთი ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოშორდა მთავრობას, ამით ცუდიც არაფერი მომხდარა.
მინდა გავიხსენო, რომ ერთადერთი მინისტრი, რომელიც ღიად ლობირებდა და მფარველობდა „ნაციონალებს“ იყო ირაკლი ალასანია, დაწყებული გიგი უგულავათი, ბოკერიათი. ასე რომ, ჩემში ყველა კითხვას აქვს პასუხი, მოსახლეობა ძალიან ბევრ სიურპრიზს გაიგებს. ეს იქნება კიდევ ერთხელ შემარცხვენელი მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც ასევე ბევრ სიურპრიზს შეიტყობენ მის შესახებ", - განმარტა ღარიბაშვილმა.