
„კვირის პალიტრას“ პოლიტსაბჭოზე დამსწრე პირი იქ არსებული ვითარების შესახებ მოუყვა (მან ანონიმურად დარჩენა არჩია).
მისი თქმით, სხდომის დაწყებისთანავე სიტყვა ითხოვა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე დაიწყო ლაპარაკი:
„ის დაჟინებით იმეორებდა, რომ თავდაცვის სამინისტრო კორუმპირებულ სტრუქტურად ჩამოყალიბდა, და რომ ალასანიაც კორუფციაში იყო ჩაფლული.
თავისი გამოსვლის ერთ მომენტში მან „თავისუფალი დემოკრატების“ დანარჩენ წევრებს მიმართა და ჰკითხა – რატომ ეფარებით და იცავთ კორუმპირებულ ალასანიასო?
რასაც მოჰყვა ხმაური და შეძახილები. რის შემდეგაც ალასანიამ განაცხადა, რომ ის არ აპირებდა თავის მართლებას, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა, რაც მისი თქმით, სასამრთლოზე გამოაშკარავდება. ამის შემდეგ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ სხდომა დატოვეს“, - აღნიშნა მან.