
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გულისტკივილს გამოთქვამს ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„გულდასაწყვეტია, რომ დღეს „თავისუფალმა დემოკარტებმა“ მიიღეს გადაწყვეტილება და დატოვეს კოალიცია. ადამიანურად გული დამწყდა, რადგან მათთან ერთად 2 წლის განმავლობაში მძიმე დღეები გამოვიარეთ.
თვითონ გაღიზიანება რამაც გამოიწვია, ეს იყო კონკრეტული კითხვები, რომელიც დასვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოწვეული იყო ჩვენი ინიციატივით, რადგან ის გახლდათ ამ კოალიციის დამფუძნებელი და როდესაც ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელზეც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან იყო განაწყენებული.
ზუსტად მთელი საზოგადოება, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც კოალიციის წევრები არიან, გავერთიანდით ამ ადამიანის ირგვლივ. ამის გამო იყო მოწვეული ბატონი ბიძინა და გაღიზიანება გამოიწვია სწორედ იმ კითხვებმა, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე გამოძიებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.