-
2014-11-05 17:11
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მინისტრებმა მადლობა შესრულებული მძიმე სამუშაოსთვის და საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსისკენ წინსვლაში დაუღალავი შრომისთვის დაიმსახურეს.
„მე ასევე პირადად გადავუხდი მათ მადლობას მეგობრობისთვის, რომელსაც იმედი მაქვს შევინარჩუნებთ.
მოხარული ვარ პრემიერმინისტრის განცხადების, რომელმაც აღნიშნა, რომ მინისტრების თანამდებობიდან წასვლის გამო, საქართველო ევრო-ატლანტიკური კურსიდან არ გადაუხვევს.
მჯერა, რომ ეს ქართველი ხალხის არჩევანია.
ნატო და პირადად მე, განვაგრძობთ მუშაობას საქართველოს დასახმარებლად, რათა ქვეყანამ გადადგას ნაბიჯები ნატო-ში გაწევრიანებისკენ“, - აცხადებს ჯეიმს აპატურაი.