-
2014-11-05 16:55
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებებს სრულიად უპასუხისმგებლო უწოდა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს არ გადაუხვევს.
„შეგნებულად დამახინჯებული გზით მიჰყავთ ჩვენი მთავრობის ყოფილ წევრებს აღნიშნული პროცესი. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენი ხელისუფლება ადგას ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, ეს კურსი არის ურყევი და აქედან გადახვევა არის გამორიცხული.
ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი და ვერავინ მოახერხებს საკუთარ თავზე მიიწეროს ხალხის ორიენტაცია. ამით სპეკულირება არის მიუღებელი და გაუმართლებელი და ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა. საზოგადოებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ აკეთებენ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები და არჩევანს აკეთებენ პიროვნებას და სახელმწიფო შორის და სოლიდარობას უცხადებენ ერთმანეთს.
თუმცა გამოძიების პროცესის შეფერხება პოლიტიკურ სარჩულით არის შეუძლებელი. ჩვენი სახელმწიფო არ მისცემს საშუალებას არც ერთ ადამიანს, რომ დაწყებული გამოძიება წარიმართოს არასწორად და მოხდეს პოლიტიზება.
მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები და თანამდებობის დემონსტრაციულად დატოვება ატარებს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის ნიშნებს და აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.