-
2014-11-05 14:51
მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ბრძანება მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
"საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შეუწყდეთ უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს", - ნათქვამია პრემიერის ბრძანებულებაში.
ირაკლი ალასანიას 5 მოადგილე ჰყავდა: პირველი მოადგილე იყო ირაკლი გეგეჭკორი, მოადგილეები კი - ალექსი ბატიაშვილი, ვაკო ავალიანი, მიხეილ დარჩიაშვილი და თამარ ქაროსანიძე.