-
2014-11-05 13:50
ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მინისტრის პოსტები ალექსი პეტრიაშვილმა, მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა დატოვეს.
„არ შეგვიძლია ვუღალატოთ ქართველი ერის ევროპულ არჩევანს და დღეს თუნდაც ჩვენი ამ გადადგომით არ დავანახოთ მათ ის საფრთხეები, რის წინაშეც ქვეყანა რეალურად დგას.
მე და ჩემმა გუნდმა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი - დავით ზალკალიანი, თამარ ბერუჩაშვილი, ვლადიმერ გურგენიძე და ჩვენ გვიერთდება დავით ჯალაღანია, რომელიც ამჟამად კუბაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, გადავწყვიტეთ დავტოვოთ დაკავებული თანამდებობები.
მე ასევე, ვტოვებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ რიგებს. მე არ გემშვიდობებით სამუდამოდ, მეც გეუბნებით ნახვამდის, ჩვენ მალე შევხდებით ერთმანეთს", - განაცხადა უკვე ყოფილმა საგარეო მინისტრმა.