
საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გადაყენებას ეხმაურება.
მისი თქმით, იმ დროს, როდესაც საქართველო შიდა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, ქვეყანას სჭირდება სტაბილულობა, ერთიანობა და დემონსტრირებული ერთგულება მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის მიმართ.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ითანამშრომლონ ამ მიზნების მისაღწევად და მათი ყურადღების ცენტრში იყოს ქვეყნის მომავალი, რაც მკვეთრად არის გამოხატული ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაში. ბრალდებების რაოდენობა ყოფილი თუ მოქმედი ოფიციალური პირების მიმართ აღძრავს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ სასამართლო სისტემის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ხდება. მოვუწოდებთ მთავრობას, რომ გადადგას ნაბიჯები და გაფანტოს ეს ეჭვი“, - განაცხადა ნორლანდმა.