
ამის შესახებ გიგა ბოკერიამ გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა და თქვა, რომ კოალიცია იშლება, ქვეყანაში კი პოლიტიკური კრიზისია.
„ამდენი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ვმსჯელობთ შიდა პოლიტიკური ინტრიგების გამო როგორ ახორციელებენ საკუთარი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას,"- აცხადებს გიგა ბოკერია.
მისივე თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი სახელმწიფოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.