
ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ „არჩევანში“ გააკეთა.
„მოვლენები სწრაფად ვითარდება, დღეიდან საჯარო მოხელე არ ვარ, იწყება ახალი ეტაპი, ეტაპი იმისა, რომ ჩვენ მართლაც დავიცვათ ჩვენს ქვეყანაში ის ღირებულებები რომლის მიღწევასაც ჩვენი ერი ოცი წლის განმავლობაში ცდილობს.
პრემიერ-მინისტრის ნაცვლად მე დღეს პროკურორი დავინახე. მთელი ეს ქმედება დაგეგმილი იყო იმისთვის, რომ შეელახათ თავდაცვის სამინისტროს იმიჯი", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
თავდაცვის ექს-მინისტრმა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პერიოდში ის იძულებული იყო მოეთმინა.
„ყველას კარგად ახსოვს როგორ განვითარდა ჩემი და ბიძინას ურთიერთობა. მაშინ საჭირო იყო ჩემი მხრიდან, რომ მომეთმინა, რათა ასრულებულიყო ის მიზნები, რაც დავისახეთ, ნაწილობრივ ეს მიზნები მიღწეულია.
ხვალ პოლიტსაბჭოზე ჩვენ გვექნება განხილვა, თუ როგორ განაგრძობს კოალიცია საქმიანობას. ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ჩვენ სწორი გავაკეთეთ, როდესაც ერთ მუჭად შევიკარით და დღეს ყველაზე მაღალ ღირებულებას გაევლო ზღვარი, უნდა გავაკეთოთ არჩევანი, ვუერთდებით ევროპულ ოჯახს თუ მართლაც არსებობს ქვეყანაში პოლიტიკური ძალა, რომელიც ცდილობს ქვეყნის ბედი რუსეთს დაუკავშიროს“, - დასძინა ირაკლი ალასანიამ.