
„მინისტრი რომელიც კვების უზრუნველყოფას ვერ ახერხებს, ის არ უნდა იკავებდეს თანამდებობას“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ირაკლი ალასანიამ უპასუხისმგებლო და მინისტრისთვის შეუფერებელი განცხადებები გააკეთა.
მან მთავარ პროკურატურას ღია ბრძოლა გამოუცხადა და მიმდინარე სამართლებრივი პროცესები პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ალასანიას ბრალდებას, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ, აბსურდული უწოდა და განცხადა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი არ გადაიხედება.
ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრად კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი, მინდია ჯანელიძე დაინიშნა.