
როგორც „ასავალ-დასავალი“ წერს, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ამერიკელი მფარველებისგან ნებართვა მიიღო, კოალიცია „ქართული ოცნება“ დაეტოვებინა და ცალკე გადასულიყო.
„იგი ამ ნაბიჯის გადადგმას უახლოეს მომავალში აპირებდა და თანაც საკმაოდ დემონსტრაციულად, რაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში შიდა რყევებს გამოიწვევდა.
სწორედ ამიტომ, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაპატიმრებით ალასანიას პრევენციულად „დაარტყეს“ და გააფრთხილეს, დემარში არ გაბედო, თორემ ეს სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ შენს დაკავებულ მაღალჩინოსნებზე არ გაჩერდება, დანაშაულის კვალი შენამდე მოვაო“, - წერს „ასავალ-დასავალი“.
იქვე აღნიშნულია, რომ ვერც „რესპუბლიკურ პარტიაში“ აქვთ კარგად საქმე.
„დავით უსუფაშვილი და დავით ბერძენიშვილი ერთმანეთს დაუპირპისპირდნენ.
უსუფაშვილს უმცროსი ბერძენიშვილისთვის უთქვამს, ძლივს „რესპუბლიკელები“ ცოტა წელში გავიმართეთ და პარტიის იმიჯს ნუ აცამტვერებო. უწმაწური სიტყვებით გამოულანძღავთ ერთმანეთი.
დავით უსუფაშვილი ინტენსიურ კონსულტაციებს აწარმოებს ბიძინა ივანიშვილთან და ცოტა ხნის წინ წინათ, მასთან ურეკის რეზიდენციაში ზედიზედ 5 დღე გაუტარებია. ბიძინას უსუფაშვილი ძალიან ესიმპათიურება თურმე ბერძენიშვილისგან განსხვავებით, მას ძალიან ენდობა.
სწორედ ივანიშვილს ურჩევია უსუფაშვილისათვის პარტიის დატოვება. ახლა საქმე ასეა - ან უსუფაშვილი დატოვებს რესპუბლიკურ პარტიას, ან ამ პარტიიდან ბერძენიშვილები წავლენ!“, - წერს „ასავალ-დასავალი“.