შოთა უტიაშვილი: „საფრთხე ემუქრება ორ ადამიანს – გოგა ხაინდრავას და გიორგი თარგამაძეს“

Image

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით, სოდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას ლონდონში, ბადრი პატარკაციშვილთან ჩასვლის ოპერაციას შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა.

 

 

„მეც გახლდით ჩართული და ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს ინგლისელ კოლეგებთან ამ ოპერაციის ირგვლივ. ნანახი მაქვს ამ საუბრის სრული ჩანაწერი. თქვენ გახსოვთ რა დრო იყო, მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება.

 

 

ჩვენ გვქონდა უტყუარი მტკიცებულებები, რომ ბატონი პატარკაციშვილი ამას აპირებდა. ძალიან იშვიათად ხდება გამოძიების ისტორიაში ასეთი პირდაპირი მტკიცებულებები არსებობდეს.

 

გვქონდა ჩანაწერი, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ოპერატიული მუშაობის, ამ კონკრეტული ე.წ. თამაშის გაგრძელება შემდგომი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, არ იყო იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე საზოგადოების ინფორმირება, რა საფრთხე ელოდებოდა ქვეყანას.

 

ამიტომ მერაბიშვილი მიუდგა ამას, როგორც პოლიტიკოსი, კოდუა უყურებს, როგორც ოპერატიული მუშაკი და ბუნებრივია, მათი შეხედულება სხვადასხვა იქნებოდა. ჩემი აზრით, ჯობდა, დროულად გვეთქვა. ამ ჩანაწერის ავთენტურობასთან დაკავშირებით კითხვები არც ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლეში და არც მერე, არ დასმულა.

 

პროკურატურა საოცარ რაღაცეებს ამბობს, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებია. რანაირად შეიძლება კონტექსტიდან ამოგლიჯო ფრაზა: შინაგან საქმეთა მინისტრი დავაძინოთ ან უბნები დავარბიოთ.

 

საქმეში დევს სრული ჩანაწერი, რომლის გამოქვეყნების და დაცვის მხარისთვის გადაცემის ვალდებულება მათ ექნებათ და საზოგადოებას ექნება საშუალება, გადაწყვიტოს, იყო კონტქსტიდან ამოგლეჯილი თუ არა", - აღნიშნა უტიაშვილმა.

მისივე თქმით, ლონდონიდან დაბრუნებული კოდუა შეხვდა ვანო მერაბიშვილს. მინისტრმა მას უთხრა, რომ საფრთხე ემუქრება ორ ადამიანს – გოგა ხაინდრავას და გიორგი თარგამაძეს.

 

„მას არ უთქვამს საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია და არც მე მიკითხავს.. მთხოვა, რომ მე დამერეკა თარგამაძისთვის და თავად გააფრთხილებდა ხაინდრავას. ამ ამბავს თარგამაძე ჰყვება რამდენიმე წელია და როგორც ვიცი, სხვა წყაროებით, ხაინდრავასაც შეუთვალეს და ისიც დაადასტურებს, მასაც აქვს ნათქვამი საინფორმაციო საშუალებებისთვის.

 

თარგამაძემ მთავრობის დაცვაზე უარი თქვა, თუმცა აიყვანა თავისი მეგობარი ამ ფუნქციისთვის. ხაინდრავას შემთხვევაზე არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, მასაც შესთავაზებდნენ", - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.

 

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ არის ჩაწერილი საუბრის ის ნაწილი, სადაც პატარკაციშვილი მკვლელობას უკვეთავს, უტიაშვილმა განმარტა, რომ ხმის ჩამწერი, რომელიც კოდუას ფეხსაცმელში ჰქონდა დამონტაჟებული, ჩაიწერდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იჯდა და ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული. ამიტომ აივანზე გასვლის შემდეგ ჩანაწერი გაკეთებული არ არის.

 

„ეს მთელ ამ სქემაში მესამეხარისხოვანი ნაწილია, სისხლის სამართლის საქმეში არც იყო მნიშვნელოვანი იმით, რომ ადამიანის ლიკვიდაციას ეხება, თუმცა არსებული ჩანაწერიც ნათელ წარმოდგენას ქმნის, რასთან გვქონდა საქმე", - აღნიშნა უტიაშვილმა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !