გოგა ხაინდრავა: „ბადრის მოცილების არაერთი მცდელობა იყო“

Image

ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ სტუმრობისას  რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დაადასტურა, რომ ის რაც ირაკლი კოდუამ განაცხადა, ნამდვილად იგეგმებოდა.

 

 

„ის რაც ჩვენ ამ დღეებში გავიგეთ კოდუასგან, ნამდვილად იგეგმებოდა, მაგრამ იგეგმებოდა უტიაშვილისგან, მერაბიშვილის, სააკაშვილისგან და ეტყობა ავალებდნენ კოდუას.

 

ეს არის მცდელობა, გადააბრალონ სხვას ის, რის განხორციელებასაც თავად აპირებდნენ.

 

ეს არის პირსისხლიანი ჯგუფი, რომელმაც უამრავი უბედურება დაატრიალა და ის, რაც კოდუამ ილაპარაკა, ნამდვილად იგეგმებოდა, მაგრამ პირველ რიგში, ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ და ამის მოწმე არის მათი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც 2007 წლის გადაცემაში ისაუბრა, რომ მას სააკაშვილმა შეუკვეთა პატარკაციშვილის მკვლელობა.

 

ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით ფაქტები, როდესაც ჩეჩენ საველე მეთაურს უკვეთავენ ბადრი პატარკაციშვილის მოკვლას და ამის შესახებ ის თავად ლაპარაკობს და ჩემს გუშინდელ ფილმში მთელმა მსოფლიომ იხილა ეს კადრები, ისევე, როგორც „მასტერას“ საუბარი იგივე საველე მეთაურთან, რომ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ რუსეთს დაბრალდეს.

 

ასე რომ, ბადრის მოცილების არაერთი მცდელობა იყო. ასევე, ალბათ, ჩაფიქრებული იყო და მეც მომდიოდა ინფორმაცია, რომ მაინც და მაინც გულზე არ ვეხატებოდი და ალბათ, ეს გეგმაც იყო.

 

ეს მათი გეგმები იყო და ბუნებრივია, ამას განახორციელებდნენ, რომ არ ყოფილიყო ღვთის მადლი და ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩენილიყო ამ ქვეყანაში და 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ის არ მომხდარიყო, რაც მოხდა", - აღნიშნა ხაინდრავამ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

ტაბახმელაში ჰასკმა ხუთი წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა

2020-07-11 11:31
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია ფეისბუქის პირად გვერდზე ტაბახმელაში...

გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა მაისურებზე გიორგი შაქარაშვილის სახელი დაიწერეს

2020-07-11 11:27
MLS-ის პირველი ტურის შეხვედრებში, ორგანიზატორებმა გამონაკლისი დაუშვეს და მაისურზე, ნომრის ქვეშ,...

გიორგი შაქარაშვილის ბიძა - თუ ექსპერტიზებით დადგინდა გიორგის მიმართ განხორციელებული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება

2020-07-07 16:25
თუ ექსპერტიზებით დადგინდა გიორგის მიმართ განხორციელებული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, მერე...
რჩეული ვიდეოები

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

კნუტების გასეირნება ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში(ვიდეო)

2020-04-10 12:52
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას...

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ სახელმწიოფოს მუშაობას "კორონა ვირუსისი" წინააღმდეგ?

დადებითად - 44.4%
უარყოფითად - 55.6%
ხმების რაოდნობა: 9
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.4593
0.0000
100
RUB
 - 
4.3016
0.0000
1
USD
 - 
3.0624
0.0000