-
2014-06-01 11:53
„ჩვენი ხელისუფლება რადიკალურად განსხვავდება წინა ხელისუფლებისგან. ჩვენ წინასწარ არ ვქმნით მოლოდინებს. არ გვსურს, მოსახლეობას მივცეთ ისეთი დაპირება, რომელსაც ვერ შევასრულებთ. დაველოდოთ კიდევ რამდენიმე თვეს, რომ რეალური კონტურები გამოიკვეთოს“, –
ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიაში გამართულ ბიზნესფორუმზე განაცხადა.
„საქართველოში რეალური ეკონომიკა დღემდე არ არსებობდა, დანგრეული იყო სოფლის მეურნეობა. მიმაჩნია, რომ სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი წარმოების განვითარება არის ერთადერთი სწორი გზა, რათა ქვეყნის ეკონომიკა ერთხელ და სამუდამოდ დავაყენოთ ფეხზე“, – თქვა პრემიერმინისტრმა.